| |||||
| |||||
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული და
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის ფულადი ჯილდოს გაცემის
შესახებ | |||||
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-14 მუხლის, მე-17 მუხლის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების წახალისების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს მიეცეთ ფულადი ჯილდო, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1, დანართი N2). 2. სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ფულადი ჯილდოს გაცემა. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. საფუძველი: მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას 2019 წლის 19 დეკემბრის N 01-12978 მოხსენებითი ბარათი.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |